Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ სილვან


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ სილვან შალომის თქმით, მისი ქვეყანა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ სილვან შალომის თქმით, მისი ქვეყანა
ყველა საჭირო ზომას მიიღებს საიმისოდ, რათა პალესტინელებმა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩაატარონ. [შალომის ხმა] “გვსურს, ხელი შევუწყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას - კენჭისყრა, სავარაუდოდ, 9 იანვარს გაიმართება. პალესტინელებს შეექმნებათ ყველა პირობა, რაც მათ დასჭირდებათ ახალი ხელმძღვანელობის ასარჩევად. ჩვენი სურვილია, ახალმა ხელმძღვანელობამ წინსვლას მიაღწიოს სამშვიდობო პროცესში”. შალომის ეს განცხადება მოჰყვა მის გუშინდელ მოლაპარაკებას აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან. პალესტინელები 9 იანვარს გამართავენ კენჭისყრას გარდაცვლილი ლიდერის, იასირ არაფატის შემცვლელის ასარჩევად.
XS
SM
MD
LG