Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების საკითხები


ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა

ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა
გიორგი ხაინდრავამ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰაიკი ტალვიტიემ. როგორც შეხვედრის შემდეგ ხაინდრავამ ჟურნალისტებს უთხრა, ქართულმა მხარემ აუხსნა ევროკავშირის წარმომადგენელს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაცია. ასევე ხაინდრავას თქმით, საქართველოს სჭირდება ევროკავშირის პრინციპული პოზიცია რუსეთთან ურთიერთობაში. საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ნიუსის” ცნობით, ტალვიტიე ოთხშაბათს მიემგზავრება ცხინვალში.
XS
SM
MD
LG