Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საგარეო


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელის პოსტზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელის პოსტზე
ეროვნული უშიშროების საკითხებში თავისი მრჩევლის კონდოლიზა რაისის კანდიდატურა წამოაყენა. [ჯორჯ ბუშის ხმა] "მოხარული ვარ, გაუწყოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დოქტორ კონდოლიზა რაისის დანიშვნის ამბავი. კონდოლიზა რაისს კარგად იცნობენ ამერიკაშიც და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ბოლო ოთხი წლის მანძილზე მე ყურს ვუგდებდი მის რჩევებს, ვიყენებდი მის დიდ გამოცდილებას, პატივისცემით ვეკიდებოდი მის საღსა და მტკიცე მოსაზრებებს. ვამაყობ, რომ მან თანხმობა განმიცხადა, გახდეს ჩემი კაბინეტის წევრი." კვირას კონდოლიზა რაისს 50 წელი შეუსრულდა. ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე შეცვლის კოლინ პაუეელს, რომელმაც გუშინ აღნიშნა, რომ გადადგომა სურს და რომ თავიდანვე მხოლოდ ერთი ვადით აპირებდა სახელმწიფო მდივნად მუშაობას. კონდოლიზა რაისმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და განაცხადა, რომ მისთვის პატივია ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობა.
XS
SM
MD
LG