Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო გადის პრემიერ-მინისტრ ნოდარ ხაშბას

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო გადის პრემიერ-მინისტრ ნოდარ ხაშბას
დაქვემდებარებიდან და ბრალს სდებს აფხაზეთის მთავრობას სიტუაციის დესტაბილიზებაში. სოხუმში გავრცელებულ მიმართვაში სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ, რომ “არ აპირებენ მოითმინონ ქაოსი და არეულობა, რომელშიც ბრალი, უპირველეს ყოვლისა, ნოდარ ხაშბასა და მთავრობის სხვა წევრებს მიუძღვით, რაც გამოიხატება მასმედიისა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დეზინფორმირებაში”. მიმართვას ხელს აწერენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოებისა და განყოფილებათა ხელმძღვანელები. ისინი აცხადებენ, რომ არ სურთ, მონაწილეობა მიიღონ არსებული ხელისუფლების ოპონენტთა შესაძლო დარბევაში.
XS
SM
MD
LG