Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ფალუჯაში გრძელდება შეტაკებები


ერაყის ქალაქ ფალუჯაში გრძელდება შეტაკებები შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთებსა და მეამბოხეებს შორის - მიუხედავად იმისა,

ერაყის ქალაქ ფალუჯაში გრძელდება შეტაკებები შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთებსა და მეამბოხეებს შორის - მიუხედავად იმისა,
რომ ამერიკის სარდლობამ უკვე გამოაცხადა ქალაქზე საკუთარი კონტროლის დამყარების შესახებ. ამერიკელი სამხედროების ცნობით, მეამბოხეთა ცალკეული ჯგუფები მოქმედებენ ქალაქის სამხრეთ ნაწილში, თუმცა რამდენიმე რაზმმა მდინარე ევფრატი გადალახა და ფალუჯის ჩრდილოეთ რაიონებში დაბრუნდა. შეტაკებები გამწვავდა ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულშიც. ქალაქ ბაიჯიში, ამერიკელი სამხედროების საგუშაგოსთან, მეამბოხეებმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს. დაიღუპა ათი ადამიანი, ათივე - ადგილობრივი მოსახლე. კიდევ ცხრა ადამიანი - მათ შორის სამი ამერიკელი ჯარისკაცი - დაიჭრა.
XS
SM
MD
LG