Accessibility links

ერაყის საზოგადოებრიობა აღშფოთებულია მარგარეტ ჰასანის


ერაყის საზოგადოებრიობა აღშფოთებულია მარგარეტ ჰასანის მკვლელობის გამო.

ერაყის საზოგადოებრიობა აღშფოთებულია მარგარეტ ჰასანის მკვლელობის გამო.
ჰასანი 19 ოქტომბერს ბაღდადში მოიტაცეს და, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მოკლეს. არაბულენოვანმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" მიიღო მძევლის მკვლელობის ამსახველი ვიდეოფირი, რომლის ჩვენებასაც არ აპირებს. ვიდეოფირის არსებობა დაადასტურა ბაღდადში დიდი ბრიტანეთის საელჩომ. 59 წლის მარგარეტ ჰასანი, ბრიტანეთის მოქალაქე, ერაყელის ცოლი იყო და მრავალი წელი ამ ქვეყანაში გაატარა. იქვე ეწეოდა ჰუმანიტარულ საქმიანობას - სათავეში ედგა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "კერის" ადგილობრივ განყოფილებას. აი, რა თქვა ჰასანის ერთ-ერთმა მეგობარმა კაიდარ ჩალაბიმ: [კაიდარ ჩალაბის ხმა] "ის არ ყოფილა უბრალოდ, არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელი. ის ერაყელი ხალხის ტკივილს გრძნობდა და ყველაფერს აკეთებდა მისთვის დახმარების აღმოსაჩენად."
XS
SM
MD
LG