Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მის ქვეყანაში მიმდინარეობს მუშაობა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მის ქვეყანაში მიმდინარეობს მუშაობა
უნიკალური სარაკეტო-ბირთვული სისტემების შესაქმნელად. რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი შემადგენლობის თათბირზე გამოსვლისას პუტინმა დასძინა, რომ ეს სისტემები უახლოესი რამდენიმე წლის მანძილზე გადაეცემა რუს სამხედროებს. პრეზიდენტის თქმით, მისი მთავრობა აპირებს, დაჟინებით და თანმიმდევრულად იზრუნოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაზე, რაც მის ბირთვულ კომპონენტზე ზრუნვასაც გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს წინაშე დასახულია ამოცანა, მომავალი წლის ბოლოსთვის არსებული საფრთხეების შესაბამისად განსაზღვროს შეიარაღებული ძალების შემადგენლობა, სტრუქტურა და რიცხოვნება. საფრთხეებს შორის უმთავრესად პუტინმა საერთაშორისო ტერორიზმი დაასახელა.
XS
SM
MD
LG