Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და ცხინვალის


პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელს, ედუარდ კოკოითს შორის

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელს, ედუარდ კოკოითს შორის
მიღწეული შეთანხმება, რომელიც 20 ნოემბრისთვის ცხინვალის რეგიონში დემილიტარიზაციის პროცესის დასრულებას ითვალისწინებს, როგორც ჩანს, ვერ შესრულდება. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში მდებარე ყველა მწვერვალი გამოყენებულია დიდი რაოდენობით სანგრებისა და სპეციალური სამხედრო-საინჟინრო ნაგებობებისთვის. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემილიტარიზაციის პროცესი ცხინვალიდან მძიმე ტექნიკის გაყვანით გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG