Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მომავალი კვირიდან


საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მომავალი კვირიდან სტაბილურ ელექტრომომარაგებასა

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მომავალი კვირიდან სტაბილურ ელექტრომომარაგებასა
და დენის მიწოდების გრაფიკის დაცვას ჰპირდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა. "არსებული ენერგოსიმძლავრეების პირობებში ელექტროენერგიის მიწოდების მინიმალური გრაფიკების დაცვა მაინც უნდა მოხერხდესო" -თქვა ჟვანიამ. ელექტრომომარაგების გრაფიკის დაწესების შესახებ მთავრობამ ორი კვირის წინაც იმსჯელა. მაშინ გადაწყდა, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში 18-20 საათიანი, ხოლო სოფლად რვასაათიანი გრაფიკები უნდა დაწესებულიყო, მაგრამ მათი შესრულება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG