Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების დელეგაცია პარიზში გაემგზავრება იასირ


პალესტინელების დელეგაცია პარიზში გაემგზავრება იასირ არაფატის სიკვდილის მიზეზის დასაზუსტებლად.

პალესტინელების დელეგაცია პარიზში გაემგზავრება იასირ არაფატის სიკვდილის მიზეზის დასაზუსტებლად.
ამის შესახებ დღეს რამალაში განაცხადა რაუჰი ფატუჰმა, არაფატის დროებითმა მემკვიდრემ პალესტინელების ხელმძღვანელის პოსტზე. ჯერ არ არის ცნობილი, როდის ჩავა პალესტინელების დელეგაცია პარიზში. პალესტინელების ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, არაფატის სიკვდილთან დაკავშირებული გარემობებები შეკითხვებს ჰბადებს. მაგრამ მათვე უარყვეს ვარაუდი, ისრაელის მიერ არაფატის მოწამვლის შესახებ. არაფატი გასულ კვირაში, ხუთშაბათს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა პარიზთან მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში.
XS
SM
MD
LG