Accessibility links

logo-print

სოხუმში გაიმართა სეპარატისტული რეჟიმის პარლამენტის


სოხუმში გაიმართა სეპარატისტული რეჟიმის პარლამენტის სხდომა. დამსწრე დეპუტატების უმრავლესობამ

სოხუმში გაიმართა სეპარატისტული რეჟიმის პარლამენტის სხდომა. დამსწრე დეპუტატების უმრავლესობამ
უარყო სოხუმში 12 ნოემბერს განვითარებული მოვლენების (საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერების მიერ სამთავრობო შენობების დაკავების) “შეიარაღებულ გადატრიალებად" შეფასების მცდელობა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პარლამენტარებმა არ გაიზიარეს თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას, პრემიერ-მინისტრ ნოდარ ხაშბასა და პრეზიდენტობის კანდიდატ რაულ ხაჯინბას პოზიცია. მათი შეფასებით, საქმე ეხებოდა "შეიარაღებულ გადატრიალებას".
იუწყებიან აგრეთვე, რომ ვლადისლავ არძინბამ გადააყენა ვიცეპრეზიდენტი ვალერი არშბა, არძინბას განმარტებით, ოპოზიციასთან არშბას თანამშრომლობის გამო. მისივე თქმით, არშბამ “შეიარაღებულ გადატრიალებად” არ შეაფასა სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერების მიერ 12 ნოემბერს სოხუმში სამთავრობო შენობების დაკავება.
XS
SM
MD
LG