Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო წყაროების ცნობით, ერაყში


აშშ-ის სამხედრო წყაროების ცნობით, ერაყში მეამბოხეები თავს დაესხნენ პროვინციის გუბერნატორის ოფისს ქალაქ მოსულში,

აშშ-ის სამხედრო წყაროების ცნობით, ერაყში მეამბოხეები თავს დაესხნენ პროვინციის გუბერნატორის ოფისს ქალაქ მოსულში,
მოკლეს ერთი და დაჭრეს ოთხი მცველი. არ დაშავებულა თვით გუბერნატორი დურაიდ ქაშმულა, რომლის წინამორბედიც ამ პოსტზე, ივლისში მოკლეს. მოსულშივე მეამბოხეებმა ჭურვები დაუშინეს ამერიკულ სამხედრო ბაზას, მაგრამ არავინ დაშავებულა. ერაყის პოლიციის ცნობით, მეამბოხეებმა იერიშები განახორციელეს აგრეთვე ბაღდადში და ბაღდადის ჩრდილოეთით, ქალაქებში ბაჯისა და ქირქუქში. ამ ინფორმაციით, სულ მცირე 7 ერაყელის სიცოცხლე შეიწირა სამმა აფეთქებამ ბაღდადში. ამასობაში, გრძელდება ფალუჯაში მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციები ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელობით.
XS
SM
MD
LG