Accessibility links

logo-print

ეგვიპტემ ისრაელი "უპასუხისმგებლობაში" დაადანაშაულა ეგვიპტე-ღაზის


ეგვიპტემ ისრაელი "უპასუხისმგებლობაში" დაადანაშაულა ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე ისრაელის ტანკის

ეგვიპტემ ისრაელი "უპასუხისმგებლობაში" დაადანაშაულა ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე ისრაელის ტანკის
მიერ დღეს დილას 3 ეგვიპტელი პოლიციელის მოკვლის გამო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეგვიპტე მომხდარის დაგმობის გარდა, პროტესტს აცხადებს და მოითხოვს ინციდენტის დეტალურ გამოძიებას. მანამდე ეგვიპტის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "მენას" მიერ გავრცელებული ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს დაურეკა ბოდიშის მოსახდელად. ისრაელის განმარტებით, ტანკში მყოფ სამხედროებს 3 ეგვიპტელი პალესტინელი მეამბოხეები ეგონათ.
XS
SM
MD
LG