Accessibility links

ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰოსეინ მუსავიანმა


ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰოსეინ მუსავიანმა უარყო უცხოეთში მოქმედი ოპოზიციური ორგანიზაციის ბრალდება,

ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰოსეინ მუსავიანმა უარყო უცხოეთში მოქმედი ოპოზიციური ორგანიზაციის ბრალდება,
თითქოს ირანში იყოს გასაიდუმლოებული ობიექტი, სადაც ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობენ. მოსავიანის თქმით, ეს ობიექტი ირანის სამოქალაქო ბირთვულ პროგრამასთან კავშირში არ არის. მისივე თქმით, ირანს არ გააჩნია რაიმე გასაიდუმლოებული ბირთვული პროგრამა. ირანელების ოპოზიციურმა ორგანიზაციამ “ირანში წინააღმდეგობის ეროვნულმა საბჭომ” სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანის მახლობლად მიმდინარეობს მუშაობა საიდუმლო სამხედრო ბირთვულ პროგრამაზე. დღეს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ადამ ერელიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ვერ შეაფასებს ამ ინფორმაციის მართებულობას და იმედოვნებს, რომ სიმართლეს დაადგენს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.
XS
SM
MD
LG