Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლითაც შვედეთს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლითაც შვედეთს
ჩეჩენ სეპარატისტთა ინტერნეტ-გვერდის არძალვას მოითხოვს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვედეთი თვალთმაქცურად მოიქცევა, თუკი არ დახურავს კავკაზ ცენტრის ინტერნეტ-გვერდს. როგორც მოგახსენებდით, გასულ კვირაში ჩეჩენ სეპარატისტთა ინტერნეტ-გვერდმა "კავკაზ-ცენტრ.ნეტ"-ის მისამართზე შვედეთში არსებული სერვერიდან განაახლა მუშაობა, რომელიც მან იძულებით შეწყვიტა ბესლანის მოვლენების შემდეგ. განცხადებაში ნათქვამია: "მოველით, რომ შვედეთი, რომელიც თავს საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ერთგულ მიმდევრად აცხადებს, მიიღებს აუცილებელ ზომებს ტერორიზმისა და ძალადობის პროპაგანდის შესაწყვეტად". შვედეთის მთავრობას დაუყოვნებლივ არ უპასუხია ამ განცხადებაზე. რუსეთში შვედეთის ელჩმა კი განაცხადა, რომ საიტის დახურვა მხოლოდ სამართალდამცავებს შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG