Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო აცხადებს, რომ ავღანეთის ეკონომიკური


გაერო აცხადებს, რომ ავღანეთის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა

გაერო აცხადებს, რომ ავღანეთის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა
ოპიუმის მოყვანაა. გაეროსა ნარკოტიკებისა და დანაშაულის შემსწავლელი უწყების ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოპიუმის კულტურის მოყვანა ავღანეთში წელს ორი მესამედით გაიზარდა და ე.წ.-მა "ოპიუმის ეკონომიკამ" 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა ავღანეთის 2003 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს შეადგენს. ბრიუსელში ანგარიშის წარდგენისას გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის შემსწავლელი უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონიო მარია კოსტამ განაცხადა, რომ ოპიუმის ბიზნესი ავღანეთის ცხოვრების ყველა სფეროში აღწევს და საბოლოოდ მოუღებს ბოლოს დემოკრატიას, აღმშენებლობასა და სტაბილურობას ავღანეთში. [კოსტას ხმა] "რა არის ჩემი შეშფოთების უმთავრესი მიზეზი, ყაყაჩოს კულტურის გავრცელება? – არა. ეს არის რისკი იმისა, რომ იზრდება მთლიანად მოსახლეობის – მათ შორის ქვეყნისა და პროვინციების ხელისუფლებათა წევრების, სამხედრო ხელმძღვანელების, კერძო სექტორის წარმომადგენელთა რაოდენობა, რომლებიც ჩართული არიან, ან რაიმე გზით ხეირობენ ოპიუმის ბიზნესით. ეს ნარკო-ეკონომიკიდან ნარკო-საზოგადოებამდე მიგვიყვანს".
XS
SM
MD
LG