Accessibility links

ყაზახეთის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი, მათ


ყაზახეთის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის პარლამენტის წევრი და ყოფილი

ყაზახეთის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის პარლამენტის წევრი და ყოფილი
პოლიტიკოსი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის განცხადებას რუსეთის მიერ ახალი ტიპის ბირთვული იარაღის წარმოებისთვის მზადების შესახებ. ყაზახეთის ყოფილმა ელჩმა ჩინეთში ნურატ აუეზოვმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ პუტინის განცხადება უფრო რუსეთის მოსახლეობის გამხნევებისთვის იყო გამიზნული: [აუეზოვის ხმა] "პუტინის განცხადება რუსეთის პოტენციაზე აწარმოოს ახალი ტიპის ბირთვული იარაღი, რუსეთის ხალხისკენ იყო მიმართული. ვიცით, რომ თავად რუსეთში ამის თაობაზე წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება არსებობს. პუტინს ალბათ სურს საკუთარი ხალხისთვის ძლევამოსილი ერის გრძობა ჩაენერგა". სხვა ყაზახი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ რუსეთი თავის ბირთვულ იარაღს არასდროს გამოცდის ყაზახეთის მიწაზე. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოცდა ოთხი ათეული წლის მანძილზე მიმდინარეობდა და 1991 წელს შეწყდა.
XS
SM
MD
LG