Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებას ფინანსურ ამნისტიასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი უახლოესი რამდენიმე კვირა პარლამენტი მხოლოდ, ასე ვთქვათ, „ეკონომიკური“ კანონპროექტების განხილვით იქნება დაკავებული. მომავალ კვირას პარლამენტი მეორე

წაკითხვით მიუბრუნდება საგადასახადო კოდექსის პროექტს, რომლის მიმართაც ინტერესს იჩენს მთელი საზოგადოება. პარლამენტს მისაღები და დასამტკიცებელი აქვს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც, მართალია, პარლამენტში უკვე წარდგენილია, მაგრამ საგადასახადო კოდექსის მიღებამდე ბიუჯეტის განხილვას აზრი არა აქვს. კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც საფინანსო ამნისტიას ეხება, პარლამენტს გასულ კვირას უნდა განეხილა. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ ის დღის წესრიგიდან ამოიღო.
რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება კონსენსუსის მიღწევას ფინანსური ამნისტიის პრინციპებთან დაკავშირებით? - ამ საკითხზე სასაუბროდ მიიწვია თამარ ჩიქოვანმა რადიო „თავისუფლების“ თბილისის სტუდიაში პარლამენტის საფინანსო-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე. თუმცა საუბარი სხვა თემით დაიწყო - კერძოდ, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება რომან გოცირიძის ინიციატივას საათის ისრის უკან დაბრუნების შესახებ.

იხ.აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG