Accessibility links

logo-print

ცხინვალის მახლობლად დღეს საქართველოს სამშვიდობო


ცხინვალის მახლობლად დღეს საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის ორი მოსამსახურე დაჭრეს.

ცხინვალის მახლობლად დღეს საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის ორი მოსამსახურე დაჭრეს.
ამას შიდა ქართლის პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი იუწყება. მისი მტკიცებით, ცეცხლი ოსი მშვიდობისდამცველების პოზიციებიდან გახსნეს. დღესვე ოსთა მხარემ თბილისი კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შეთანხმებათა დარღვევაში დაადანაშაულა. როგორც ვლადიკავკაზში გამართული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა მინისტრმა, კომისიის თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, ქართული მხარის მიერ მოწყობილი არც ერთი საგუშაგო არ შეცვლილა. მეტიც, ჩოჩიევის მტკიცებით, გახსნილია დამატებითი საგუშაგოები.
XS
SM
MD
LG