Accessibility links

logo-print

საქართველოში ჩაირთო ახალი ჰიდროელექტროსადგური “ხადორჰესი”


საქართველოში ჩაირთო ახალი ჰიდროელექტროსადგური “ხადორჰესი”, რომელიც ახმეტის რაიონში ჩინური ინვესტიციებით აშენდა.

საქართველოში ჩაირთო ახალი ჰიდროელექტროსადგური “ხადორჰესი”, რომელიც ახმეტის რაიონში ჩინური ინვესტიციებით აშენდა.
როგორც ჰესის გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა, ჰესის სიმძლავრეა 24 მეგავატი და მისი მეშვეობით კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ენერგიით მომარაგების პრობლემები მოეხსნება. ჰესის ამუშავების საზეიმო ცერემონიას დაესწრო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც "ხადორჰესს" ათწლეულის წარმატებული პროექტი უწოდა. მანვე გამოთქვა იმედი, რომ ჩინური ინვესტიციებით განხორციელებული ენერგეტიკული პროექტი, დასაბამს მისცემს მცირე ჰესების მშენებლობას საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
XS
SM
MD
LG