Accessibility links

logo-print

შვეციაში ჩატარებულმა ახალმა გამოკვლევამ აჩვენა


შვეციაში ჩატარებულმა ახალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ შვეციის ჩრდილოეთში, შესაძლოა, 800-ს ადამიანზე მეტი დაავადდა კიბოთი 1986 წელს

შვეციაში ჩატარებულმა ახალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ შვეციის ჩრდილოეთში, შესაძლოა, 800-ს ადამიანზე მეტი დაავადდა კიბოთი 1986 წელს
ჩერნობილში მომხდარი ავარიის შედეგად. ეს მაჩვენებელი წინა გამოკვლევების შედეგებზე უფრო მაღალია და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. კვლევის ხელმძღვანელი, ლინკიოპინგის უნივერსიტეტის თანამშრომელი მარტინ ტონდელი აღნიშნავს, რომ კიბოთი დაავადების 22 400 შესწავლილი შემთხვევიდან, სტატისტიკურად 849, შესაძლოა, უკრაინაში, ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიას უკავშირდებოდეს. მაგრამ ზოგს ეჭვი ეპარება კვლევის შედეგების მართებულობაში. მათი არგუმენტია ის გარემოება, რომ ჩერნობილის შემდეგ არ გაზრდილა დაავადებების, რიცხვი, რომელთა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ბირთვული რადიაცია იყოს. ასეთ დაავადებად ითვლება, მაგალითად, ლევკოზი.
XS
SM
MD
LG