Accessibility links

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინა საღამოს


უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინა საღამოს პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა გამოვიდა გაფრთხილებით,

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინა საღამოს პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა გამოვიდა გაფრთხილებით,
რომ მთავრობა არ დაუშვებს კენჭისრის შედეგებზე ძალადობის აქტებით რეაგირებას. საპრეზიდენტო არჩევნები, კერძოდ გადამწყვეტი მეორე ტური, კვირას იმართება. როგორც კუჩმამ დღეს საღამოს უკრაინელებისადმი სატელევიზიო მიმართვაში აღნიშნა, “იქნება არა რევოლუცია, არამედ 21-ე საუკუნის ევროპული სახელმწიფოს საკადრისი არჩევნები”. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც ამჟამინდელი პრეზიდენტი კუჩმა ემხრობა და ოპოზიციის კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო. არჩევნების პირველ ტურში, 31 ოქტომბერს, იუშჩენკომ იანუკოვიჩზე ოდნავ მეტი ხმა მოიპოვა. იუშჩენკო აცხადებს, რომ კვირას არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყება.
XS
SM
MD
LG