Accessibility links

logo-print

გერმანიის ფინანსთა მინისტრ ჰანს აიხელის


გერმანიის ფინანსთა მინისტრ ჰანს აიხელის განცხადებით, "პარიზის კლუბში" ერთსულოვნებას მიაღწიეს

გერმანიის ფინანსთა მინისტრ ჰანს აიხელის განცხადებით, "პარიზის კლუბში" ერთსულოვნებას მიაღწიეს
პროექტზე გეგმისა, რომელიც ითვალისწინებს ერაყის ვალების 80 პროცენტის ჩამოწერას. როგორც აიხელმა ბერლინში მიმდინარე ეკონომიკურ სამიტზე უთხრა ჟურნალისტებს, გეგმა მოიცავს სამ ეტაპს: ვალის 30 პროცენტს დაუყოვნებლივ ჩამოწერენ, კიდევ 30 პროცენტს - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან კავშირში, ხოლო კიდევ 20 პროცენტის ჩამოწერა დამოკიდებულია სავალუტო ფონდის გეგმის შესრულებაზე. სულ ერაყის ვალი 120 მილიარდ დოლარს შეადგენს, მის მესამედს - "პარიზის კლუბთან", რომელშიც შედიან წამყვანი კრედიტორი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი და რუსეთი.
XS
SM
MD
LG