Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალინზე 3000-მდე ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში


სახალინზე 3000-მდე ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში კურილის კუნძულების იაპონიისათვის გადაცემის წინააღმდეგ.

სახალინზე 3000-მდე ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში კურილის კუნძულების იაპონიისათვის გადაცემის წინააღმდეგ.
საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდეს, უარი თქვას კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ დაპირებაზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიის ნაწილის დათმობას ითვალისწინებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირაში აღნიშნა, რომ მოსკოვი განიხილავს კურილის ოთხიდან ორი კუნძულის იაპონიისათვის გადაცემას - ეს კუნძულები საბჭოთა არმიამ მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში დაიკავა. ხოლო 1956 წელს იაპონიასთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს იაპონიისთვის ორი კუნძულის დაბრუნებას სამშვიდობო ხელშეკრულების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG