Accessibility links

ჩილეში დაიწყო აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური


ჩილეში დაიწყო აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 21 ქვეყნის სამიტი, რომელზეც

ჩილეში დაიწყო აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 21 ქვეყნის სამიტი, რომელზეც
განიხილავენ ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და უშიშროების საკითხებს. სამიტის დაწყებამდე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც სამიტში მონაწილეობს, ამ შეხვედრებზე გამოვიდა მოწოდებით, საერთაშორისო ზეწოლით აიძულონ ჩრდილოეთ კორეას, განაახლოს მოლაპარაკება მის ბირთვულ პროგრამაზე და ირანს - უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე. როგორც ბუშმა ირანთან დაკავშირებით აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია ცნობებით, რომ თეირანი ამზადებს დიდი რაოდენობით ურანს მისი გამდიდრების პროცესისთვის. ეს საკითხები ჯორჯ ბუშმა იაპონიის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებზე განიხილა.
XS
SM
MD
LG