Accessibility links

logo-print

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს პრეს-მდივანმა


საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს პრეს-მდივანმა დაადასტურა, რომ "პარიზის კლუბი" თანახმაა ერაყის ვალის 80 პროცენტის ჩამოწერაზე.

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს პრეს-მდივანმა დაადასტურა, რომ "პარიზის კლუბი" თანახმაა ერაყის ვალის 80 პროცენტის ჩამოწერაზე.
"პარიზის კლუბში" შემავალი კრედიტორი ქვეყნები ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ ბოლო ორი დღის მანძილზე ბერლინში გამართულ მოლაპარაკებაზე. რუსეთი ჯერ უარს ამბობდა თავისი კუთვნილი ვალის ჩამოწერაზე, მაგრამ დღეს დაყაბულდა ინიციატივას. ერაყს პარიზის კლუბის ქვეყნების დიდი ვალი მართებს - 42 მილიარდი დოლარი.
XS
SM
MD
LG