Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური


უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო კომისიამ ხმების 6,5 პროცენტის დათვლის შემდეგ გაავრცელა ცნობა,

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო კომისიამ ხმების 6,5 პროცენტის დათვლის შემდეგ გაავრცელა ცნობა,
რომ დიდი უპირატესობით ლიდერობს ვიქტორ იუშჩენკო - ოპოზიციის კანდიდატი. კომისიის ინფორმაციით, იუშჩენკომ მოიპოვა ხმების 80 პროცენტი, ხოლო მის მეტოქეს - პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელსაც ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და მოსკოვი ემხრობა, სულ 16-მდე პროცენტი ერგო. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ლაპარაკია უცხოეთში, უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში გამართული კენჭისყრის შედეგებზე. ამიტომ, ექსპერტების შეფასებით, თვით უკრაინაში ტენცდენცია, შესაძლოა, განსხვავებული იყო. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, არაოფიციალურმა ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ იუშჩენკო ლიდერობის ხმების 58 პროცენტით, ხოლო იანუკოვიჩს 39 პროცენტი აქვს. კენჭისყრამ კვირას დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, ორივე კანდიდატის მომხრეები ლაპარაკობენ დარღვევებზე. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველი ძალიან აქტიური იყო - საარჩევნო უბნებში ელექტორატის დიდი ნაწილი მივიდა. საღამო ხანს კიევის ცენტრში ოპოზიციის ათასობით მომხრე შეიკრიბა იუშჩენკოს სავარაუდო გამარჯვების საზეიმოდ.
XS
SM
MD
LG