Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვული უწყების ხელმძღვანელ ღოლამ


ირანის ბირთვული უწყების ხელმძღვანელ ღოლამ რეზა აღაზადეს განცხადებით, თეირანი შეასრულებს ვალდებულებას,

ირანის ბირთვული უწყების ხელმძღვანელ ღოლამ რეზა აღაზადეს განცხადებით, თეირანი შეასრულებს ვალდებულებას,
რომელიც მან იკისრა ევროკავშირის სამ ქვეყანასთან მოლაპარაკებისას ურანის გამდიდრების შეჩერების თაობაზე. როგორც აღაზადემ საინფორმაციო სააგენტო "ირნას" უთხრა, თეირანი ურანის გამდიდრებას ორშაბათიდან შეაჩერებს, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მონაწილეობით დადებული შეთანხმების შესაბამისად. აღაზადეს ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ირანი განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას. ამ საკითხს ჯორჯ ბუში ჩილეში შეეხო, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე. ამასთან, ბუშმა შეაქო საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი ურანის გამდიდრების შეჩერებაზე ირანის დაყოლიებისათვის.
XS
SM
MD
LG