Accessibility links

logo-print

ერაყიდან დაბრუნებული ქართველი ჯარისკაცები თავს “საზარბაზნე ხორცად” არ თვლიან


გასული კვირის ბოლოს ერაყიდან ორ ჯგუფად დაბრუნდა

საქართველოს მე-16 გვარდიული სამთო-მსროლელი ბატალიონის ასეული, რომელიც ერაყის ქალაქ ბაქუბაში 7 თვის განმავლობაში მონაწილეობდა ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ერაყში სწორედ ამ პერიოდში მიაღწია პიკს ტერორისტებისა და მეამბოხეთა აქტივობამ კოალიციის წინააღმდეგ, მაგრამ 150-ვე ქართველი სამხედრო სამშობლოში უვნებლად დაბრუნდა საქართველოში, სადაც მათ როგორც გმირებს, ისე დახვდნენ.

ამერიკულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა თბილისში ხუთშაბათს 105 ქართველი სამხედრო ჩამოიყვანა, მეორე დღეს კი დარჩენილი - 50. სულ ბოლოს თვითმფრინავის ტრაპი, სამხედრო ტრადიციის თანახმად, ასეულის მეთაურმა მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაიმ დატოვა და ჩამოსვლა გენერალური შტაბის უფროსს უპატაკა.

[მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ხმა] “ოცეულო სმენა, სწორება შუაში! ბატონო გენერალო, ქართული ტაქტიკური ჯგუფი სრული შემადგენლობით დაბრუნდა ერაყიდან. ტაქტიკური ჯგუფის უფროსი მაიორი ქაჩიბაია. გამარჯობათ მებრძოლებო. გაწეული სამხსახურისათვის გიცხადებთ მადლობას! ვაშა, ვაშა, ვაშა.”

მადლობის გარდა, საქართველოში დაბრუნებულ სამხედროებს, რომლებმაც ერაყში ზუსტად 7 თვე და 12 დღე დაჰყვეს, ერთთვიანი შვებულება, მრავალი საზეიმო შეხვედრა, ჯილდოები და საყოველთაო ყურადღება ელოდებათ. თუმცა, გენერალს არც ის დაუმალავს, რომ სულ მალე ერაყში შეძენილი გამოცდილების გამოყენება მათ საქართველოში მოუწევთ.

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] “ერთ-ერთ მაგალითს მოგიტანთ, რუმინელებმა განაცხადეს, რომ ჩვენ ვიომებთ მხოლოდდამხლოდ ქართულ ქვედანაყოფთან, სხვანაირად საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს თქვენს დიდ გამოცდილებასა დ ავტორიტეტზე მეტყველებს... ჩვენ ძალიან გელოდით, თქვენი გამოცდილება ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვართ, რომ ამ გამოცდილებას სხვა ქვედანაყოფებსაც გაუზიარებთ და ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებთ.”

ერაყიდან დაბრუნებული თითქმის ყველა ჯარისკაცი, ვისაც გამოველაპარაკე, ერთხმად აცხადებდა, რომ მათ იქ უნიკალური გამოცდილება შეიძინეს და ყველა ამოცანა წარმატებით შეასრულეს. სამხედროებს არ სიამოვნებთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი მათ “საზარბაზნე ხორცის” ბედს უწინასწარმეტყევლებდა და ასეთ შედარებებზე მოტივირებული პასუხი მზად აქვთ.

[ერთ-ერთი მებრძოლის ხმა] “საზარბაზნე ხორცი... რა არის იცით, ეს გამოცდილება, რომელიც ჩვენ შევძინეთ, ისევ ჩვენს ქვეყანას გამოადგება. ეს ოპერაციები, რომელიც ჩვენ შევასრულეთ, საქრათველოს მოუწევს ანალოგიური ოპერაციების საქართველსო ტერიტორიაზე ჩატარება. ასე, რომ ერაყი ჩვენთვის დიდი საწვრთნელი ცენტრი იყო.”

თუმცა, ბრძოლის ეპიზოდებზე, სროლაზე და აფეთქებაზე, რასაც ერაყიდან თითქმის ყოველდღიურად გადმოსცემს მსოფლიოს პრესა, ქართველ ჯარისკაცები დუმილს ამჯობინებენ. თუმცა, ერაყში შვიდთვიანი მივლინება რომ იოლი გასეირნება არ ყოფილა, ამას მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას სიტყვებიც მოწმობენ.

ბაქუბაში ერთ-ერთ ოპერაციაზე მიმავალი ჯავშნოსანი, რომელზეც ქართველი და ამერიკელი სამხედროები იყვნენ, ნაღმზე აფეთქდა, თუმცა აფეთქების ტალღამ მანქანა მხოლოდ გზიდან გადააგდო და, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მეორედ ქართველების პატრულს ყუმბარსატყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი, აქაც ჯარისკაცები ბედისწერმა იხსნა. მაგრამ საბრძოლო თავგადასავლებისთვის აღარავის სცალია. სამხედრო აეროდრომის ჭიშკარი იღება და ერაყიდან დაბრუნებული ჯარისკაცები მშობლებისა და ახლობლების ტყვეობაში ექცევიან.

ალეექსეევკის სახელობის სამხედრო აეროდრომზე, სადაც ხუთშაბათსა და პარასკევს ეს ამბები ხდებოდა, ერაყში ორი კვირის წინ 300 ქართველი სამხედრო გააცილეს. საუდის არაბეთში ათდღიანი შეკრების შემდეგ რიგით მესამე კონტინგენტი უკვე ერაყში, ქალაქ ბაქუბაში ჩავიდა და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას შეუდგა.
XS
SM
MD
LG