Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრემიერ- მინისტრს ვიქტორ იანუკოვჩს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრემიერ- მინისტრს ვიქტორ იანუკოვჩს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ტელეფონით მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ არ არის აღიარებული.
უკრაინის საარჩევნო კომისიის თანახმად, აინუკოვიჩმა ხმების 49 პროცენტი მიიღო, ოპოზიციის ლიდერმა იუშჩენკომ კი 47 პროცენტი. ეს უკანასკნელი არ აღიარებს ამ შედეგს და თავის მომხრეებს მოუწოდებს არ შეურიგდნენ გამოცხადებულ შედეგს. არჩევნებზე მყოფ მეთვალყურეთა აზრით, დამოუკიდელელ სახელმწფოთა თანამეგობრობის წარმომადგენელთა გამოკლებით, ეს არჩევნები არ აკმაყოფილებდა დემოკრატიის სტანდარტს.
უკრაინის ქალაქების კიევის, ლვოვისა, ტერნოპოლის და ივანოვო ფრანკოვსკის ქალაქის საბჭოები ქვეყნის პრეზიდენტად ვიკტორ იუშჩენკოს აღიარებენ და უნდობლობას უცხადებენ ოფიციალურ მონაცემებს. უკრაინის დედაქალაქში მიმდნირეობს მასობრისი საპროტესტო აქცია.
უკრაინის ძალოვანმა უწყებებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ ისინი ჩაახშობენ ყველანაირ ძალადობას, რომელიც მოჰყვება ქუჩაში გამოსვლებს და საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო დავას.
აშშ-ი შეშფოთებულია მასობრივი გაყალბების გამო ამ არჩენებზე. სახელმწფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ თქვა, რომ ვაშინგტონი იტოვებს უფლებას ზომებს მიმართოს მათ მიმართ, ვინც გაყალბებაში მონაწილეობდა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ვალდებულია, მოაწყოს გამოძიება ყველა დარღვევის გამო, რათა შედეგი ხალხის ნებას გამოხატავდეს.
XS
SM
MD
LG