Accessibility links

logo-print

ორშაბათს თბილისში ჩატარდა ორი პოლიტიკური


ორშაბათს თბილისში ჩატარდა ორი პოლიტიკური ორგანიზაციის – "ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" ყრილობა,

ორშაბათს თბილისში ჩატარდა ორი პოლიტიკური ორგანიზაციის – "ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" ყრილობა,
რომელზეც ოფიციალურად გაცხადდა მათი იურიდიულად გაერთიანების შესახებ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გიორგი არველაძე დაასახელა და ის ხელის აწევით დაამტკიცეს კიდეც დელეგატებმა. ერთიანი პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იქნება. ყრილობაზე აირჩიეს პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და სამდივნოს წევრებიც.
ხვალ საქართველოში იღინიშნება გიორგობა, ათასშვიდასი წლის წინ წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე და 2003 წელს ამ დღეს მომხდარი პოლიტიკური მოვლენების წლისთავი. ხვალვე, დილით, თბილისში აკურთხებენ “სამების” ახალ ტაძარს.
XS
SM
MD
LG