Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი აცხადებს, რომ ისრაელის ლიდერებმა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი აცხადებს, რომ ისრაელის ლიდერებმა
ის დაარწმუნეს, რომ ისინი დაეხმარებიან პალესტინელებს 9 იანვრის არჩევნების წარმატებით ჩატარებაში. კოლინ პაუელი ორშაბათს იერუსალიმში გამოდიოდა: [პაუელის ხმა] "ის, რაც ნამდვილად გვჭირდება, არის, რომ ამ ახალ ეპოქაში პალესტინის მხარემ კატეგორიულად დაგმის ტერორიზმი და პალესტინელთა საზოგადოების ყველა ნაწილს კარგად აუხსნას, რომ დადგა შუღლის გაღვივებისა და ძალადობის შეწყვეტის დრო". ისრაელის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ კოლინ პაუელი დასავლეთ ნაპირზე პალესტინის დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
აფრანგეთის ჰოსპიტალმა, სადაც პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი გარდაიცვალა, მის ნათესავებს გადასცა ყველა ანალიზი, რომელიც არაფატს იქ ჩაუტარდა. მათში ვერ მიაგნეს ვერანაირ შხამს. პალესტინელთა ნაწილს ჰგონია, რომ არაფატი მოწამლეს.
XS
SM
MD
LG