Accessibility links

logo-print

ირანის მთავრობის წარმომადგენელი აბდოლა რამაზანზადე


ირანის მთავრობის წარმომადგენელი აბდოლა რამაზანზადე აცხადებს, რომ ირანმა დაიწყო ბირთვული

ირანის მთავრობის წარმომადგენელი აბდოლა რამაზანზადე აცხადებს, რომ ირანმა დაიწყო ბირთვული
პროგრამების შეჩერება, მათ შორის ურანის გამდიდრების პროგრამებისაც, რომლებიც ასე აღელვებს საერთაშორისო საზოგადოებრიობას. როგორც რამაზანზადე აცხადებს, პროგრამების შეჩერებისას ირანი შეძლებს იმ ვადების დაცვას, რომელიც საფრანგეთთან, გერმანიასთან და ბრიტანეთთან შეთანხმებისას დაწესდა. გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ელ ბარადეი იწონებს ირანის დაპირებას ურანის გამდიდრების პროგრამების შეჩერების თაობაზე და ამას "სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ბიბისის რადიოს ეთერში საუბრისას ელ ბარადეიმ გამოთქვა რწმენა, რომ ირანის მიერ დეკლარირებული ბირთვული მასალები არ ყოფილა გამოყენებული ბირთვული იარაღის შესაქმნელად, თუმცა, მიაჩნია, რომ საჭიროა დრო იმისათვის, რომ დამტკიცდეს, რომ ირანში არ მიმდინარეობს საიდუმლო. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ბრიტანეთი იმედოვნებდა, რომ საერთაშორისო სააგენტო არა თუ მოიწონებდა, არამედ დაადასტურებდა დღეს პროგრამების შეჩერების დაწყებას.
XS
SM
MD
LG