Accessibility links

logo-print

უკრაინის დედაქალაქში დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციის


უკრაინის დედაქალაქში დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციის მომხრეები პრეზიდიენტის ადმინისტრაციის

უკრაინის დედაქალაქში დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციის მომხრეები პრეზიდიენტის ადმინისტრაციის
შენობასთან შეიკრიბნენ და, ზოგიერთი ცნობით, დილით შენობაში შეჭრას აპირებენ. ოპოზიციას სურს, რომ მის მიერ პრეზიდენტად გამოცხადებულმა ვიქტორ იუშჩენკომ თავისი სამუშაო ადგილი დაიკავოს. დღეს კიევის ცენტრში, იუშჩენკოს მხარდამჭერთა დემონსტრაციაზე 200 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. მრავალათასიანი დემონსტრაციები და მიტინგები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. მანამდე იუშჩენკომ ქვეყნის პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლური ფიცი დადო და ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. [ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩადენილმა სიყალბემ მხოლოდ გააჭიანურა ხალხის ჭეშმარიტი არჩევნის აღიარება. ეს არჩევანი გამოცხადდა დღეს პაპრლამენტში და მე ბიბლიაზე ფიცი დავდე."
XS
SM
MD
LG