Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ელიას მთაზე, ცხრაწლიანი მშენებლობის


თბილისში, ელიას მთაზე, ცხრაწლიანი მშენებლობის შემდეგ გაიხსნა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.

თბილისში, ელიას მთაზე, ცხრაწლიანი მშენებლობის შემდეგ გაიხსნა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.
ტაძრის გახსნა "გიორგობის" დღესასწაულსა და "ვარდების რევოლუციის" წლისთავს დაემთხვა. ტაძრის კურთხევის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. ტაძრის გახსნისა და "გიორგობის" დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. ტაძარში მივიდა ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას “გიორგობის” დღესასწაული მიულოცა, შემდეგ კი უკრაინელებს მიმართა - უკრაინულად.
XS
SM
MD
LG