Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა, ბრიტანელმა და


ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა, ბრიტანელმა და ერაყელმა სამხედროებმა

ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა, ბრიტანელმა და ერაყელმა სამხედროებმა
- სულ ხუთი ათასამდე კაცმა წამოიწყო შეტევითი ოპერაცია ბაღდადის სამხრეთით მეამბოხეების წინააღმდეგ. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყო რეიდებით ქალაქ ჯაბელაში, რომელიც ბაბილის პროვინციაში მდებარებს. სამხედროების ინფორმაციით, მეამბოხეები ბაღდადის სამხრეთით მდებარე რეგიონებში გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც ამერიკელების თაოსნობით დაიწყო შეტევითი ოპერაცია ფალუჯაში. იუწყებიან ასევე, რომ შეიარაღებულმა პირებმა ცენტრალურ ერაყში მოკლეს სუნიტი მუსლიმანი სასულიერი პირი - უკვე მეორე. პირველი ჩრდილოეთ ერაყში მოკლეს.
XS
SM
MD
LG