Accessibility links

logo-print

გაეროს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგაშო


გაეროს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგაშო მდგომარეობაა

გაეროს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგაშო მდგომარეობაა
აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში შიდსის ვირუსის გავრცელების მხრივ - ბოლო ორი წლის მანძილზე 40 პროცენტით იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა. გაეროს საანგარიშო მოხსენებაში გამოთქმული ვარაუდით, 2004 წლის ბოლოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შიდსით დაავადებული, ან შიდსის გამომწვევი ვირუსით ინფიცირებული მილიარდ ოთხასი მილიონი ადამიანი იცხოვრებს, მაშინ როცა 2002 წელს სულ მილიარდი იყო აღრიცხული. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც იუ-ენ-ეიდსმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოუშვეს შიდსის მსოფლიო დღის - 1 დეკემბრის მოახლოებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG