Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გამორიცხავს თავისი ბირთვული პროგრამის


ირანი გამორიცხავს თავისი ბირთვული პროგრამის სრულ გაუქმებას,

ირანი გამორიცხავს თავისი ბირთვული პროგრამის სრულ გაუქმებას,
მაგრამ მზადაა, დაიცვას ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება. ამის შესახებ განაცხადა გაეროს უწყების - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჰოსეინ მუსავიანმა დღეს პეკინში კონფერენციაზე გამოსვლისას. [მუსავიანის ხმა] “ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა ბირთვული პროგრამა ნდობის მოსაპოვებლად. ეს იყო ნებაყოფლობითი ნაბიჯი და არა ვალდებულება კანონის წინაშე - არც დღეს, არც ხვალ და არც ოდესმე მომავალში”. ორშაბათს ირანის განცხადებით, მან შეასრულა გასულ კვირაში ევროკავშირისათვის მიცემული პირობა, რომ შეაჩერებდა ურანის გამდიდრების პროგრამას. ატომური სააგენტო ხელმძღვანელმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ დაადასტურა ეს ცნობა.
XS
SM
MD
LG