Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო


უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო უარს ამბობს, სცნოს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო უარს ამბობს, სცნოს
არჩევნებში თავისი ოპონენტის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება. კიევის ცენტრში, ათიათასობით მომხრის წინაშე გამოსვლისას, იუშჩენკომ თანამემამულეებს მიმართა მოწოდებით, დაიწყონ საპროტესტო გაფიცვა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ. [იუშჩენკოს ხმა] "ხალხის მიერ საკუთარი ნების გამოხატვა კომპრომისისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, რომელიც ამ კონფლიქტიდან გამოსავალს გვაპოვნინებს. ამიტომ ეროვნული ხსნის კომიტეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკურ გაფიცვას აცხადებს." დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა კენჭისყრის ოფიციალური შედეგი, რომლის თანახმად, იანუკოვიჩს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 49,5-მა პროცენტმა, ხოლო იუშჩენკომ ხმათა 46,61 პროცენტი მოაგროვა. კომისიის მიერ ამ შედეგების გამოცხადებას იუშჩენკომ "კიდევ ერთი დანაშაული" უწოდა. უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ იუშჩენკოსა და იანუკოვიჩს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. ამასთანავე, კუჩმამ ოპოზიცია "ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის" გააკრიტიკა.
XS
SM
MD
LG