Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი
ლეგიტიმურად ვერ სცნობს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. სახელმწიფო დეპარტამენტში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, პაუელმა აღნიშნა, რომ კვირას ჩატარებული არჩევნების მეორე ტური საერთაშორისო ნორმებს არ უპასუხებდა. [კოლინ პაუელის ხმა] "კანონიერად ვერ ვაღიარებთ ამ შედეგს, რადგან ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. რადგან არ იქნა გამოკვლეული არჩევნების დროს დაშვებული მრავალრიცხოვანი და აშკარა დარღვევები." პაუელმა უკრაინის მთავრობას მოუწოდა, პატივი სცეს ხალხის ნებას და გააფრთხილა იგი, რომ თუ ასე არ მოიქცა, ეს უარყოფითად იმოქმედებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.
XS
SM
MD
LG