Accessibility links

ამერიკელმა და ერაყელმა სამხედროებმა ერაყის


ამერიკელმა და ერაყელმა სამხედროებმა ერაყის ქალაქ ფალუჯაში იარაღისა და ტყვია-წამლის

ამერიკელმა და ერაყელმა სამხედროებმა ერაყის ქალაქ ფალუჯაში იარაღისა და ტყვია-წამლის
დიდ საწყობებს მიაგნეს. ამის შესახებ ამერიკის სარდლობის წარმომადგენელი იუწყება. ფალუჯაში კოალიციის ძალები ორი კვირის მანძილზე ებრძოდნენ მეამბოხეებს. ამასობაში ერაყის სხვადასხვა რაიონში გრძელდება ოპერაციები მეამბოხეების წინააღმდეგ. აშშ-ის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 5000-მდე ჯარისკაცი ებრძვის მეამბოხეებს ბაბილის პროვინციაში, რომელიც ბაღდადის სამხრეთით მდებარეობს. ოპერაცია გუშინ დაიწყო. ბაღდადში კი დღეს თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო აფეთქება - მის გარდა დაიღუპა ორი ადამიანი. ბაღდადშივე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სატვირთო ავტომანქანას, მოკლეს მისი ქურთი მძღოლი.
XS
SM
MD
LG