Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უზენაესი სასამართლო თანახმაა, განიხილოს


უკრაინის უზენაესი სასამართლო თანახმაა, განიხილოს ოპოზიციის სარჩელი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

უკრაინის უზენაესი სასამართლო თანახმაა, განიხილოს ოპოზიციის სარჩელი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია.
უზენაესმა სასამართლომ აკრძალა კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნება, ვიდრე განიხილავდეს ოპოზიციის სარჩელს. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო “გამარჯვების დასაწყისად" მიიჩნევს. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კი, რომელიც საარჩევნო კომისიამ ოთხშაბათს გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, განმეორებით შესთავაზა მოწინააღმდეგე მხარეს მოლაპარაკება. იუშჩენკო ირწმუნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში, სინამდვილეში, მან გაიმარჯვა. კიევის ცენტრში მეოთხე დღეა, გრძელდება იუშჩენკოს მომხრეების მრავალათასიანი დემონსტრაცია. იუშჩენკო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებრიობას, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, რუსეთს კი არა უკრაინის ახლანდელი "კლანებითა და ბანდიტებით" სავსე მთავრობის, არამედ დემოკრატიული უკრაინის მხარდაჭერას ურჩევს: [იუშჩენკოს ხმა] "დადგა დრო, რომ რუსი პოლიტიკოსები უკრაინაში დემოკრატიისა და თავისუფლების მხარეს დადგნენ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი დროთა განმავლობაში შეიგნებს, რომ უკრაინის დემოკრატიულობაში და არა ამ ქვეყნის კლანებისა და ბანდიტების მიერ, აგრეთვე იმ ხელისუფლების მიერ მართვაში, რომელსაც არ შეუძლია თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება, ყველაზე მეტად რუსეთია დაინტერესებული". იუშჩენკომ საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობისკენ სამხედროებსაც მოუწოდა.
XS
SM
MD
LG