Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში ევროკავშირისა და რუსეთის სამიტი


ჰააგაში ევროკავშირისა და რუსეთის სამიტი შედგა. უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა

ჰააგაში ევროკავშირისა და რუსეთის სამიტი შედგა. უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა
უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინის საარჩევნო კანონის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო უკრაინის ოპოზიციამაც და რომ არჩევნების ყველა ოქმს სახელისუფლებო ძალის წარმომადგენელთა გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მოაწერეს ხელი, რითაც აღიარეს არჩევნების შედეგების, ანუ იანუკოვიჩის გამარჯვების კანონიერება. ვლადიმირ პუტინმა ამის შემდეგ განაცხადა: [პუტინის ხმა] "ღრმად მწამს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება დიდ ევროპულ სახელმწიფოს ამა თუ იმ სახის მასობრივი არეულობისკენ. საერთოდაც არ უნდა დავნერგოთ საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი სახის უთანხმოების ქუჩის არეულობების საშუალებით გადაჭრა". ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა იან პეტერ ბალკენენდემ კი აღნიშნა, რომ უკრაინის არჩევნების შედეგებით გამოწვეული უკმაყოფილების მიზეზები უნდა გაირკვეს. [ბალკენენდეს ხმა] "უკრაინის არჩევნები არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ამის გამო ევროკავშირს არ შეუძლია მისი შედეგების აღიარება. და ამას ჩვენ ეუთოს მასალებზე დაყრდნობით ვაცხადებთ". პუტინმა განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი უთანხმოება უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
XS
SM
MD
LG