Accessibility links

პარასკევს უკრაინაში პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრ


პარასკევს უკრაინაში პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი ჩავა

პარასკევს უკრაინაში პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი ჩავა
საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ კრიზისში საშუამავლოდ. უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას პერს-მდივანმა დაადასტურა, რომ პარასკევსვე იმართება ორი პრეზიდენტის შეხვედრა. კვაშნევკსის ახლო ურთიერთობა აკავშირებს კუჩმასთან, და უკრაინის დასავლეთთან დაახლოების, იგულისხმება ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაც, ძალიან აქტიური მომხრეა. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი კი - ლეხ ვალენსა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მოძრაობის, “სოლიდარნოშჩის” დამაარსებელია და ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი, დღეს იყო კიევში და იქ დემონსტრანტებს მიმართა: [ვალენსას ხმა] "თქვენი ემოციები, ენთუზიაზმი უკრაინას სჭირდება, რათა დაიმკვიდროს ადგილი, რომელსაც იმსახურებს. სიკეთეს და გამარჯვებას გისურვებთ."
XS
SM
MD
LG