Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს უკრაინის დედაქალაქში რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება


პარასკევს უკრაინის დედაქალაქში რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა.

პარასკევს უკრაინის დედაქალაქში რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
მასში მონაწილეობდნენ უკრაინის პრეზიდენტი – ლეონიდ კუჩმა, ოპოზიციისა და ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატები – ვიკტორ იუშჩენკო და ვიკტორ იანუკოვიჩი, აგრეთვე ევროკავშირის კოორდინატორი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში - ხავიერ სოლანა, შუამავლები ევროპის ქვეყნებიდან – კერძოდ – პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტები და რუსეთის დუმის სპიკერი. საღამოს რვა საათზე უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმა შეხვედრის სხვა მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარსდგა, ქვეყანაში შექმნილი ვითარება მიმოიხილა და შეხვედრის შედეგების შესახებ განცხადება გააკეთა: [კუჩმას ხმა] "მხარეები გამოდიან ძალის გამოყენების წინააღმდეგ, რამაც შეიძლება კონფლიქტის ესკალაციასა და სისხლისღვრამდე მიგვიყვანოს. მხარეები აცხადებენ პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ლეონიდ კუჩმა, ვლადიმირ ლიტვინი, ვიკტორ იუშჩენკო და ვიკტორ იანუკოვიჩი". უკრაინის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებათა პროცესისი უზრუნველსაყოფად მხარეები ქმნიან სამუშაო ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთობლივ გადაწყვეტილებას. "სამუშაო ჯგუფი დაუყოვნებლივ შეუდგება მუშაობას", - განაცხადა ლეონიდ კუჩმამ. მოლაპარაკების მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ამ პროცესის შუამავლებს და გამოთქვეს იმედი, რომ ისინი ხელს შეუწყობენ კრიზისიდან საბოლოო გამოსავლის პოვნას. პარასკევის შეხვედრის მონაწილეებმა მოლაპარაკებათა პროცესის დაწყების დემონსტრირების მიზნით ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
XS
SM
MD
LG