Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ის გასცემს ვიზას ბუდისტთა სულიერ ლიდერ დალაი ლამაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ის გასცემს ვიზას ბუდისტთა სულიერ ლიდერ დალაი ლამაზე.
ეს იქნება დალაი ლამას პირველი რუსული ვიზა ბოლო ათი წლის მანძილზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ განაცხადა, რომ დალაი ლამასთვის ვიზის მიცემის საკითხზე უადგილო მღელვარება წარმოიშვა. რუსეთის საგარეო უწყება დიდი ხნის მანძილზე უარს ამბობდა დალაი ლამასთვის ვიზის მიცემაზე ჩინეთთან ურთიერთობების გაფუჭების თავიდან აცილების მოტივით. ჩინეთი დევნილი სულიერი ლიდერის ნებისმიერი საერთაშორისო აღიარების წინააღმდეგია. დალაი ლამას რუსეთში ყალმუხეთის ძირითადად ბუდისტებით დასახლებული რაიონის ლიდერი 1996 წლიდან მოყოლებული ეპატიჟება.
XS
SM
MD
LG