Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი
აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა გულდასმით ადევნებს თვალყურს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. პარასკევს ტეხასში, კროუფორდში გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული უთანხმოება უნდა გადაწყდეს იმგვარად, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ნდობა დაიმსახუროს: [ბუშის ხმა] "არის ძალიან ბევრი საჩივარი არჩევნების გაყალბების თაობაზე, რამაც ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების სარწმუნოობა. საერთაშორისო საზოგადოებრიობა ძალიან ყურადღებით აკვირდება ვითარებას. იმედია, ყველაფერი მოგვარდება ისე, რომ უკრაინის მთავრობა ნდობას დაიმსახურებს". ჟაკ შირაკმა კი აფრიკაში გამოსვლისას გამოთქვა იმედი, რომ "ამ ერთობ სახიფათო თამაშში" საღი აზრი გაიმარჯვებს.
XS
SM
MD
LG