Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საღამოს კიევში გაიმართა პრეზიდენტობის


დღეს საღამოს კიევში გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატების აინუკოვიჩის და იუშჩენკოს სამუშაო ჯგუფის

დღეს საღამოს კიევში გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატების აინუკოვიჩის და იუშჩენკოს სამუშაო ჯგუფის
პირველი შეხვედრა. უკრაინის პარლამენტმა ამ ქვეყანაში გამართული სადავო შედეგის მქონე საპრეზიდენტო არჩევნები ძალადაკარგულად გამოაცხადა. კენჭისყრა, რომელიც პარლამენტში გაიმართა, არ არის იურიდიული ძალის მქონე, მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა ოპოზიციონერმა იუშჩენკომ ამით გამარჯვება მოიპოვა.

მიღებული რეზოლუციის თანახმად, არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდნენ პრემიერი იანუკოვიჩი და ოპოზიციონერი იუშჩენკო, დარღვევებით ჩატარდა და არ გამოხატავს ამომრჩევლის აზრს. პარლამენტის თავმჯდომარემ ვოლოდიმირ ლიტვინმა ასე გამოაცხადა რეზოლუციის შინაარსი:
”21 ნომებრის კენჭისყრა გამოცხდადდეს ძალადაკარგულად, რადგან ის წარიმართა დარღვევებით და არ ასახავს ხალხის ნებას”.
პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა საარჩევნო კომისიას, მიმართვა გაეგზავნა პრეზიდეპტ კუჩმას, რომლითაც მას ახალი სააარჩევნო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
პარლამენტის დოკუმენტში მოთხოვნაა შეტანილი, რომ მოისხნას ბლოკადა სამთარობო შენობებზე კიევში.
დღესვე ახალი არჩევნების მოწყობის მოსაზრება გამოთქვეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა.
უკრაინაში გრძელდება მრავალათასიანი, როგორც მთავრობის ასე ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგები.
XS
SM
MD
LG