Accessibility links

logo-print

გერმანიის თავდაცვის მინისტრი პეტერ შტრუკი


გერმანიის თავდაცვის მინისტრი პეტერ შტრუკი აკრიტიკებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს ივნისში ერაყელი ჯარისკაცების წვრთნის თაობაზე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი პეტერ შტრუკი აკრიტიკებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს ივნისში ერაყელი ჯარისკაცების წვრთნის თაობაზე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ერაყში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგი იყო, და უარს აცხადებს იქ გერმანელი სამხედროების გაგზავნაზე, 30 გერმანელი ოფიცერი უკანასკნელ ხანს ერაყელი ჯარისკაცების წვრთნას შეუდგა. კერძოდ, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ბაზაზე ისინი ერაყელ სამხედროებს სამხედრო ავტომანქანის მართვას ასწავლიან. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გერმანულენოვან რადიოს განუცხადა " მიუხედავად არაერთი ქვეყნის დაპირებისა, ჩვენ არ გვყავს ნატოს ინსტრუქტორთა კონტინგენტი ერაყში".
XS
SM
MD
LG