Accessibility links

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის


უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მეთაურობით ქვეყნის

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მეთაურობით ქვეყნის
აღმოსავლეთ რეგიონებს ავტონომიისკენ სწრაფვის ნებისმიერ გამოვლინებაზე ურაის თქმისკენ მოუწოდა. პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი ვიკტორ იანუკოვიჩი კვირას შეხვდა აღმოსავლეთის რეგიონების ლიდერებს, რომლებიც არჩევნების შედეგების გაუქმების შემთხვევაში ავტონომიის მოთხოვნით იმუქრებიან. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ "უარეს შემთხვევაში" რეგიონები მზად არიან ჩაატარონ რეფერენდუმები უკრაინის ტერიტორიული სტატუსის შესაძლო ცვლილებებზე. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო დონეცკის რაიონულმა საბჭომ. კიევში გამოსვლისას პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ვიკტორ იუშჩენკომ მოითხოვა გამოძიების დაწყება ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა განცხადებების გამო, რომლებიც სეპარატიზმს უწყობენ ხელს. ცენტრალური ხელისუფლების გასაგონად კი იუშჩენკომ ასეთი რამ განაცხადა: [იუშჩენკოს ხმა]
"ხელისუფლებას დღეს იარაღი არ უშველის. მე მათ ვაფრთხილებ. თუკი ჩვენ შევიტყობთ ძალის გამოყენებისთვის მზადების შესახებ, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მოლაპარაკებებში და ადეკვატურად ვიმოქმედებთ". ორივე პოლიტიკური მხარის ლიდერები მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ. პრეზიდენტ კუჩმას განცხადებით, მოლაპარაკებები ცუდად მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG